25/11/2025 25/11/2025 ამა წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა. საზეიმო წირვას...
25 Νοεμβρίου, 2025 - 18:40

საპატრიარქოს დელეგაცია გიორგობის დღესასწაულზე ჰერეთს ეწვია

Διαδώστε:
საპატრიარქოს დელეგაცია გიორგობის დღესასწაულზე ჰერეთს ეწვია

ამა წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ბატონი ზურაბ პატარაძე, გენერალური კონსული ქალაქ განჯაში ბატონი კახაბერ აბდალაძე და საელჩოს წარმომადგენლები.

მღვდელმთავარმა ადგილობრივებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა, დღესასწაული მიულოცა და თბილი მიღებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

წირვის დასრულების შემდეგ მეუფე თეოდორემ მრევლთან ერთად მოილოცა და პარაკლისი გადაიხადა, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში, სადაც წელს მთელი დღის განმავლობაში გამორჩეული ხალხმრავლობა იყო.

მსახურების შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე გაესაუბრა ჰერელებს, რომელთაც დიდი სიხარული გამოხატეს საქართველოდან დელეგაციის ჩასვლის გამო.

ჩვენს დელეგაციას დახვდა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ელვინ ფაშაევი და მისი მოადგილე, ელბრუს თაღიევი, აგრეთვე რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ილგარ ველიევი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა აღნიშნული ვიზიტი.

 

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων