03/11/2021 03/11/2021 საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ. „დღეს, 2021 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე),...
03 Νοεμβρίου, 2021 - 19:09

საპატრიარქო ილია მეორისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Διαδώστε:
საპატრიარქო ილია მეორისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ.

„დღეს, 2021 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων