26/04/2023 26/04/2023 ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, 20 აპრილს, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის ლოცვა-კურთხევით პარიზის გარეუბანში მდებარე ფრესნეს პენიტენციალურ ცენტრში, რომელიც პატიმართა რაოდენობით მეორეა საფრანგეთში, საღმრთო ლიტურგია აღევლინა. კორსუნის ეპარქიის სამღვდელოების მიერ გამოსასწორებელ დაწესებულებებში ასეთი სააღდგომო ვიზიტი უკვე კეთილ ტრადიციად იქცა. წირვა აღასრულა მღვდელმონაზონმა იოსებმა (პავლინჩუკი). მას თანამსახურება გაუწიეს მღვდელმონაზონმა ნიკოდიმოსმა (პავლინჩუკი) და მღვდელმა მირჩა რუსნაკმა (რუმინეთის...
26 Απριλίου, 2023 - 15:50

საფრანგეთში ფრესნეს პენიტენციალურ ცენტრში სააღდგომო წირვა აღევლინა

Διαδώστε:
საფრანგეთში ფრესნეს პენიტენციალურ ცენტრში სააღდგომო წირვა აღევლინა

ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, 20 აპრილს, კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის ლოცვა-კურთხევით პარიზის გარეუბანში მდებარე ფრესნეს პენიტენციალურ ცენტრში, რომელიც პატიმართა რაოდენობით მეორეა საფრანგეთში, საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

კორსუნის ეპარქიის სამღვდელოების მიერ გამოსასწორებელ დაწესებულებებში ასეთი სააღდგომო ვიზიტი უკვე კეთილ ტრადიციად იქცა.

წირვა აღასრულა მღვდელმონაზონმა იოსებმა (პავლინჩუკი). მას თანამსახურება გაუწიეს მღვდელმონაზონმა ნიკოდიმოსმა (პავლინჩუკი) და მღვდელმა მირჩა რუსნაკმა (რუმინეთის საპატრიარქო). ლიტურგიას ესწრებოდა და ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ეზიარა ათობით მართლმადიდებელი მსჯავრდებული, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქენი.

ღვთისმსახურება შესრულდა საეკლესიო სლავურ, რუმინულ და ფრანგულ ენებზე, –იუწყება კორსუნის ეპარქიის საიტი.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა პატიმრებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს, ასევე წირვაზე შეკრებილებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων