11/05/2026 11/05/2026 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კენჭისყრაში სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა. ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს. გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებმა, ხოლო დელეგატები, რომლებიც მონაწილეობენ კრების მუშაობაში,...
11 Μαΐου, 2026 - 16:09

საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დასრულდა

Διαδώστε:
საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დასრულდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

კენჭისყრაში სინოდის 39-ვე წევრმა მიიღო მონაწილეობა.

ხმების დათვლის პროცესი დახურული იქნება, ხოლო კენჭისყრის საბოლოო შედეგი პირდაპირ ეთერში გამოცხადდება. კენჭისყრის შედეგს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე, მეუფე ანანია გამოაცხადებს.

გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებმა, ხოლო დელეგატები, რომლებიც მონაწილეობენ კრების მუშაობაში, სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ამ შემთხვევაში 20 ხმას.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.


1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων