19/01/2019 19/01/2019 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ნაკურთხი წყლის სიწმინდეზე ისაუბრა. კათოლიკოს პატრიარქმა დღესვე დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა სულები მოიხსენია. რაც შეეხება საყოველთაო ნათლობას, ის ხვალ გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ის მდინარე...
19 Ιανουαρίου, 2019 - 18:25

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ნაკურთხი წყლის სიწმინდეზე ისაუბრა.

კათოლიკოს პატრიარქმა დღესვე დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულთა სულები მოიხსენია. რაც შეეხება საყოველთაო ნათლობას, ის ხვალ გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 600-ზე მეტი ბავშვი გახდება.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ის მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლობას უკავშირდება. ამ დღიდან იღებს სათავეს პირველი საეკლესიო საიდუმლო, ნათლობის წესი. 19 იანვარს ტაძრებში წყალი იკურთხება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ და მას პატრიარქის კურთხევის შესაბამისად იღებენ.

(1tv.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων