27/11/2025 27/11/2025 ამა წლის 26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა მის უნეტარესობას აღსაყდრების 20...
27 Νοεμβρίου, 2025 - 17:40

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

ამა წლის 26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა მის უნეტარესობას აღსაყდრების 20 წლისთავთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გადასცეს.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი.

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობებზე, მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იერუსალიმის საპატრიარქოს როლზე ეკლესიის ერთიანობის საქმეში.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων