14/08/2019 14/08/2019 ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა  ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა...
14 Αυγούστου, 2019 - 16:49

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 14 აგვისტოს შვიდ მაკაბელ მოწამეს, მათ დედას სოლომონიას და მოძღვრს ელიაზარს იხსენიებს

ცხოველსმყოფელი ჯვრის პატიოსან ძელთა შემოყვანება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა  ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, 31 ივლისს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

უფლის პატიოსანი ჯვრის შემოყვანების დღესასწაული IX საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. თავდაპირველად იგი მხოლოდ ადგილობრივი დღესასწაული იყო, XII-XIII საუკუნეებიდან კი, იერუსალიმის ტიპიკონის გავრცელებასთან დაკავშირებით, საყოველთაო გახდა.

 

სოლომონია და მისი შვიდი ვაჟი მაკაბელნი

ანტიოქემ, რომელიც სირიასა და პალესტინაში მეფობდა, დაიპყრო  იერუსალიმი.  სამი დღის განმავლობაში ოთხმოცი ათასი კაცი ამოჟლიტეს, ორმოცი ათასი კი ტყვედ წაიყვანეს.

მალე ანტიოქემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მის მიერ დაპყრობილ ხალხს კერპთაყვანისმცემლობა უნდა მიეღო.

მეფემ იერუსალიმში საიმედო დიდებულები გამოგზავნა, რათა მათ ებრაელები აეძულებინათ, შეესრულებინათ წარმართული წესები, განსაკუთრებით კი – ეჭამათ ნაკერპავი ღორის ხორცი, რომლის ჭამას მათ მოსეს კანონი უკრძალავდა.

ამ დროს დედასთან ერთად შეიპყრეს შვიდი ძმა და ცნობილი წარმომავლობის გამო მეფეს მიჰგვარეს,

ეს ძმები იყვნენ იერუსალიმში მოწამებრივად აღსრულებული სჯულისმეცნიერის – ელეაზარის მოსწავლეები. მათ კარგად ახსოვდათ მოძღვრის დარიგებანი; ამიტომაც მტკიცედ იდგნენ თავიანთ სარწმუნოებაზე და არ სურდათ სჯულის დარღვევა. შვიდივე ძმა წამებით აღესრულა. სოლომონია კი შვილების ნატანჯ სხეულებთან დადგა, ხელები ცისკენ აღმართა, სიხარულის ცრემლებით სავსემ ილოცა და უფალს მიაბარა სული( 166 წ. ქრისტეს შობამდე)

მაკაბელთა სისხლმა უფლის წყალობა მოუტანა ებრაელ ხალხს. მან მიუტევა მათ შეცოდება და მამაცი მხედარი – იუდა მაკაბელი მოუვლინა, რომელმაც დაამხო ანტიოქე, განდევნა მისი მხედართმთავრები და იერუსალიმის ტაძარი ბილწი კერპებისაგან განწმინდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

/ sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων