12/12/2018 12/12/2018 ა.წ. 10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის...
12 Δεκεμβρίου, 2018 - 15:07
Τελευταία ενημέρωση: 12/12/2018 - 15:09

საქართველოს საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოში მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ კონფერენცია ჩატარდა

ა.წ. 10 დეკემბერს მიწის გასხვისების საწინააღმდეგოდ საქართველოს საპატრიარქოში კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზა) და მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების წინამძღვრები.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ დარგის სპეციალისტები: ნაუმ ტურაბელიძე, თამარ ქვრივიშვილი, გელა ღლიღვაშვილი.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მიწის გასხვისების პრობლემაზე.

აღინიშნა, რომ საერთაშორისო პრაქტიკითაც (გაეროს სურსათის უსაფრთხოების მსოფლიო კომიტეტის სესია, 2012 წ.) არ შეიძლება მიწა განისაზღვროს მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის საგნად, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს ადგილი. იგი პირველ რიგში ისტორიულ-კულტურულ-რელიგიურ-ეკოლოგიური დატვირთვის მქონეა და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი სიმდიდრეა, რომელსაც ვერ აწარმოებ და ვერ შექმნი.

დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა.

კონფერენციამ შეიმუშავა მიმართვა ხელისუფლებისათვის.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων