19/02/2020 19/02/2020 მცხეთა-თბილისის სამღვდელოების მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები: ნათლობის წინ კატეხიზაციის წესის, ნათლულების რაოდენობისა და ვინაობის, მიცვალებულის წესის აგების სხვა და სხვა გამონაკლისების, ღვთისმსახურების დროს საიდუმლო ლოცვების კითხვის ფორმის, „კონდაკისა“ და „კურთხევანის“ კორექტირებისა და (ხუცურად) კითხვის წესის, ღვთისმსახურებაზე შესაბამისი შესამოსლისა და სხვა პრობლემური და საერთო სისტემით ჩამოსაყალიბებელი თემების შესახებ. გადაწყდა, რომ დაიწყოს თითოეული საკითხის ზედმიწევნითი შესწავლა როგორც...
19 Φεβρουαρίου, 2020 - 14:36
Τελευταία ενημέρωση: 19/02/2020 - 14:40

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასულიერო პირებისა და თეოლოგებისგან შემდგარი ლიტურგიკული საკითხების შემსწავლელი საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა

მცხეთა-თბილისის სამღვდელოების მიერ განსახილველად წარმოდგენილი საკითხები: ნათლობის წინ კატეხიზაციის წესის, ნათლულების რაოდენობისა და ვინაობის, მიცვალებულის წესის აგების სხვა და სხვა გამონაკლისების, ღვთისმსახურების დროს საიდუმლო ლოცვების კითხვის ფორმის, „კონდაკისა“ და „კურთხევანის“ კორექტირებისა და (ხუცურად) კითხვის წესის, ღვთისმსახურებაზე შესაბამისი შესამოსლისა და სხვა პრობლემური და საერთო სისტემით ჩამოსაყალიბებელი თემების შესახებ.

გადაწყდა, რომ დაიწყოს თითოეული საკითხის ზედმიწევნითი შესწავლა როგორც ისტორიულ, ისე სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება საინიციატივო ჯგუფის გაფართოება სპეციალისტებისა და სხვა სასულიერო პირების მონაწილეობით.
ჯგუფის მუშაობის დროს წამოჭრილი და შესწავლილი საკითხები ასევე წარედგინება მცხეთა-თბილისის სამღვდელოებას.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων