11/08/2022 11/08/2022 საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს პროექტის – ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” – ახალი ფაზის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას. 2022 წლის 3-11 აგვისტოს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, ხელი...
11 Αυγούστου, 2022 - 16:34

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” ინიციატივა

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” ინიციატივა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე” საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აგრძელებს პროექტის – ,,ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” – ახალი ფაზის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელებას.
2022 წლის 3-11 აგვისტოს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი), რომელიც მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობა ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის, ხელი შეუწყოს ერთმანეთის კულტურის გაცნობა-გაზიარებას და საფუძველი დაუდოს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
საზაფხულო ბანაკში მოზარდები ჩართულები იყვნენ ისეთ აქტივობებში როგორიცაა, სესიები ფასილიტაციაში, მედიაციასა და კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების თამაშებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.
2019 წლიდან დღემდე პროექტში მონაწილობა მიიღო 150-ზე მეტმა ქართველმა და ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ოსმა ახალგაზრდამ, რომლებმაც ახლო მეგობრობის მრავალი წარმატებული მაგალითი გვიჩვენეს.
პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე, დაგეგმილია მრავალი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων