08/03/2021 08/03/2021 მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიხედვით, ყველიერის პერიოდში ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. ყველიერის კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება. 2021 წელს ყველიერი 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყველიერის კვირა – ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება. თუმცა ხსნილია...
08 Μαρτίου, 2021 - 14:20

საქართველოში ყველიერის კვირა დაიწყო

Διαδώστε:
საქართველოში ყველიერის კვირა დაიწყო

მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიხედვით, ყველიერის პერიოდში ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.

ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. ყველიერის კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება.

2021 წელს ყველიერი 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველიერის კვირა – ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება. თუმცა ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით.

ყველიერის კვირის დღეებში საქართველოში ძირითადი კერძი ხაჭაპურია, მორწმუნეები ასევე ამზადებენ ყველის ხინკლებსაც. სხვა ქვეყნებში ამ დღეს მართლმადიდებლები ბლინებს აცხობენ.

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთსაც სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას მორწმუნეები ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ.

ყველიერის კვირას მორწმუნეები ასევე იხსენებენ ადამის სამოთხიდან განდევნას და ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ ეკლესიისგან საკუთარი ნებით დაშორებული ადამიანი სულიერ სამყაროსთან კავშირს კარგავს.

ყველიერის კვირის დასრულების შემდეგ დიდი მარხვა იწყება. ამ პერიოდში ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის.

2021 წელს დიდი მარხვა 15 მარტს იწყება, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 2 მაისს აღნიშნავს.

sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων