22/12/2018 22/12/2018 თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება ისევე, როგორც ქვეყნის უახლეს ისტორიაში არაერთი უმთავრესი მოვლენა, უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელს. სასულიერო აკადემია დღეს საქართველოში უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელია, რომელიც ემყარება რწმენისა და ცოდნის ერთიანობას. აქ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული საღვთისმეტყველო განათლება და სამეცნიერო კვლევა-ძიება. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს აკადემიის საგანმანათლებლო სისტემას. 21 დეკემბერს...
22 Δεκεμβρίου, 2018 - 13:53

”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” ცხრატომეულის პრეზენტაცია

Διαδώστε:
”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” ცხრატომეულის პრეზენტაცია

თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება ისევე, როგორც ქვეყნის უახლეს ისტორიაში არაერთი უმთავრესი მოვლენა, უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელს.

სასულიერო აკადემია დღეს საქართველოში უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელია, რომელიც ემყარება რწმენისა და ცოდნის ერთიანობას. აქ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული საღვთისმეტყველო განათლება და სამეცნიერო კვლევა-ძიება. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს აკადემიის საგანმანათლებლო სისტემას.

21 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, რომელზეც წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” გაერთიანებული VIII-IX ტომი.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები , სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დამანა მელიქიშვილი, პროფესორი ანა ხარანაული, კ. კეკელიძის სახლობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები.

სხდომა გახსნა და შესავალი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სხდომას უძღვებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი მაია რაფავა, მან თავის სიტყვაში გაანალიზა აკადემიის, ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” კრებულში გამოქვეყნებული პუბლიკაციები თეოლოგიური და სამეცნიერო თვალსაზრისით.

ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ, რომელიც საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” კრებულის მთავარი რედაქტორია და ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორიც, ვრცლად ისაუბრა ამ სამეცნიერო შრომათა კრებულების ფართო სამეცნიერო ღირებულებაზე, მან აღნიშნა, რომ ეს ,,შრომები“ სასულიერო აკადემიაში არსებული აკადემიური სამეცნიერო კვლევითი დონის გამოხატულებაა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სასწავლებლის რექტორს. მისი ძალისხმევით, სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ჩართულობით გახდა შესაძლებელი სწორედ, ,,საღვთისმეტყველო შრომათა კრებულების“ სერიის გამოცემა. პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამეცნიერო პუბლიკაციად შეაფასა კრებულში დაბეჭდილი აკადემიის რექტორის ნაშრომი გრიგოლ ნოსელის ჰომილიის ,,ქალწულებისათვის და საღმრთოისა მოქალაქობისა“ თეოლოგიური ანალიზი და ტექსტოლოგიური კვლევა.

აკადემიის საგამომცემლო სამსახურის მიზნებსა და განხორცილებულ გამოცემებზე ისაუბრა გამომცემლობის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა .

საქართველოს საპატრიაქროს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვადოსანიძემ აღნიშნა, რომ თეოლოგიური სამეცნიერო კვლევებისთვის აუცილებელია ეკლესიური აზროვნება და სასიხარულოა და მისალოცი, როცა რწმენისა და მეცნიერული კვლევის ჰარმონიული შერწყმით იწერება თეოლოგიური ხასიათის ნაშრომები და გამოცემული ,,შრომათა კრებული“ ამ ჰარმონიის წარმატებული განხორცილებაა.

საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ მაღალი შეფასება მისცა სასულიერო აკადემიის შრომათა კრებულებს და განსაკუთრებულად აღნიშნა აკადემიის რექტორის, არა მხოლოდ როგორც სასწავლებლის შესანიშნავი ხელმძღვანელის, არამედ როგორც გამორჩეული თეოლოგიური და ტექსტოლოგიური სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორის დამსახურება.

სხდომა დაასრულა და დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ აკადემიის წარმატება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში უპირველეს ყოვლისა, უფლის შეწევნით არის შესაძლებელი. თუკი თბილისის სასულიერო აკადემიამ დაიმკვიდრა თავი როგორც უპირველესმა საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა, ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უდიდესი ავტორიტეტითა და თანადგომით მოხდა.

რექტორმა შეაჯამა სასულიერო აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო და საგამომცემლო მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აქტურად მონაწილეობდა ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” კრებულების მომზადებასა და გამოცემაში, ყველა ავტორს და ზოგადად, სასულიერო აკადემიაში მოღვაწე პროფესორ- მასწავლებელებს და მათ მომავალი წარმტებები უსურვა.

რექტორმა მადლიერება გამოხატა დამსწრე საზოგადოების მიმართ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის, კულტურისა და სამეცნიერო სფეროს იმ გამოჩენილ წარმომადგენელთა მიმართ, ვინც სასულიერო აკადემიის საიუბილეო დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და ვისგანაც მუდმივად იგრძნობა თანადგომა, მხარდაჭერა და სწორად და სამართლიანად შეფასება იმ უმნიშვნელოვანესი სასწავლებლისა, რომლის მაღლი დონე და წარმატება განსაზღვრავს საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის წარმატებულ და ღირსეულ მომავალს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων