26/03/2024 26/03/2024 „მთელი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სასულიერო პირები, მონაზვნები და ყველა მორწმუნე ადამიანი დღეს საღამოს გაერთიანდა თქვენთან და ჩვენს რუს ძმებთან და დებთან ტკივილში და ლოცვაში მაცხოვრის მიმართ მოსკოვში მომხდარი საშინელი ტერაქტის უდანაშაულო მსხვერპლთათვის“, – ნათქვამია სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს სამძიმრის წერილში, რომელიც მან 2024 წლის 22 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გაუგზავნა. სერბეთის...
26 Μαρτίου, 2024 - 15:59

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მწუხარება გამოთქვა „კროკუს სიტი ჰოლში“ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით

Διαδώστε:
სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მწუხარება გამოთქვა „კროკუს სიტი ჰოლში“ განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით

„მთელი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სასულიერო პირები, მონაზვნები და ყველა მორწმუნე ადამიანი დღეს საღამოს გაერთიანდა თქვენთან და ჩვენს რუს ძმებთან და დებთან ტკივილში და ლოცვაში მაცხოვრის მიმართ მოსკოვში მომხდარი საშინელი ტერაქტის უდანაშაულო მსხვერპლთათვის“, – ნათქვამია სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს სამძიმრის წერილში, რომელიც მან 2024 წლის 22 მარტს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გაუგზავნა.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ხაზგასმით განაცხადა: „ჩვენ ვევედრებით უფალს, კურნება მიჰმადლოს დაჭრილებსა და დაშავებულებს, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს – ძალა, რომ მიცვალებულთა ხსოვნა სიწმინდესავით შეინარჩუნონ“.

„დაე, უფალმა სამოთხის სავანეებში მიიღოს ეს უდანაშაულოდ მოკვდინებული თავისი შვილები. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი!“ – ამ სიტყვებით სრულდება პატრიარქ პორფირეს გზავნილი.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων