06/02/2021 07/02/2021 მღვდელმთავართა კრება, რომელზეც 18 თებერვალს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ, დიდი ალბათობით ქ. ბელგრადის წმ. საბას სახელობის საკათედრო ტაძრის კრიპტაში გაიმართება, – ამის შესახებ სერბეთის საპატრიარქო ტახტის ადგილისმცველმა (მოსაყდრე), დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა. კრების მუშაობის ორგანიზებისათვის სამი ადგილი განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება წმინდა სინოდის 10 თებერვლის სხდომაზე გახდება ცნობილი. მეუფე ქრიზოსტომოსის თქმით, თავად კრების...
06 Φεβρουαρίου, 2021 - 20:27
Τελευταία ενημέρωση: 07/02/2021 - 1:29

სერბეთის პატრიარქის არჩევნები შესაძლოა ახალაშენებულ წმ. საბას საკათედრო ტაძარში ჩატარდეს

Διαδώστε:
სერბეთის პატრიარქის არჩევნები შესაძლოა ახალაშენებულ წმ. საბას საკათედრო ტაძარში ჩატარდეს

მღვდელმთავართა კრება, რომელზეც 18 თებერვალს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ, დიდი ალბათობით ქ. ბელგრადის წმ. საბას სახელობის საკათედრო ტაძრის კრიპტაში გაიმართება, – ამის შესახებ სერბეთის საპატრიარქო ტახტის ადგილისმცველმა (მოსაყდრე), დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა.

კრების მუშაობის ორგანიზებისათვის სამი ადგილი განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება წმინდა სინოდის 10 თებერვლის სხდომაზე გახდება ცნობილი.

მეუფე ქრიზოსტომოსის თქმით, თავად კრების ჩატარება იმ შემთხვევაში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუკი რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდება, რაც ხელს შეუშლის იერარქთა უმრავლესობის დასწრებას. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედი წესდების თანახმად, პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობას იღებს ყველა მოქმედი ეპისკოპოსი. ამ მომენტისათვის მათი რაოდენობა 43 -ია.

როგორც წესი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება საპატრიარქოს შენობაში იმართება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სანიტარული ნორმების მოთხოვნა, რომლის დაცვაც უფრო მარტივია დიდ სივრცეში.

წმ. საბას საკათედრო ტაძრის ქვედა ეკლესიაში ადგილი გაცილებით მეტია და შესაძლებელია კრების მუშაობის უზრუნველყოფა ყველაზე მკაცრი სანიტარული ნორმების არსებობის შემთხვევაშიც კი.

 

— წყარო: pravoslavie.ru / nikodimoscentre.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων