28/12/2020 28/12/2020 სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიომ მრევლს კვირა დღე, წმინდანთა მამამთავართა დღე მიულოცა. მეუფე შიომ ისაუბრა სახარების იმ ნაწილზე, სადაც საქორწინო ნადიმის შესახებ არის მოთხრობილი. “წმინდა სახარებაში იყო მოთხრობილი იგავი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საქორწინო...
28 Δεκεμβρίου, 2020 - 20:25

“სიყვარული, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის”

Διαδώστε:
“სიყვარული, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის”

სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს კვირა დღე, წმინდანთა მამამთავართა დღე მიულოცა. მეუფე შიომ ისაუბრა სახარების იმ ნაწილზე, სადაც საქორწინო ნადიმის შესახებ არის მოთხრობილი.

“წმინდა სახარებაში იყო მოთხრობილი იგავი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საქორწინო ნადიმის შესახებ. უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს და გადმოგვცემს რაოდენ დიდია და უსაზღვროა უფლის სიყვარული ადამიანებისადმი. იმდენად დიდია, რომ იგი ამ სიყვარულს გადმოსცემს საქორწინო სუფრის მაგალითით. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრებაში შვილის ქორწილია, ამით გვაჩვენებს უფალი რაოდენ ვუყვარვართ ჩვენ. ამ ნადიმში იგულისხმება მარადიული ცხოვრება, სასუფეველი და წმინდა ევქარისტიაც – ზიარების საიდუმლოება, რომელიც აღესრულება ეკლესიებში. ჩვენ ვეზიარებით უფალი იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ვუერთდებით საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა. უფალი მოუწოდებს ადამიანებს, რომ მან შექმნა სამყარო სწორედ ამისთვის რომ ჩვენ ვეზიაროთ და ვიყოთ მონაწილენი დიდი სიხარულის. სახარება არის იმაზე რაოდენ უმადურია ადამიანი და რამდენ ცივ და სასტიკ უარს აწყდება ღმერთი ამ მოწოდების შემდეგ. როდესაც ჩვენ უფალი გვიწევს ჩვენ ვცდილობთ, მიწიერს მივეჯაჭვოთ, მიწიერ ღირებულებებს და ვეუბნებით უფალს – მიწა არის ჩვენი, ჩვენ მიწაზე დავიბადეთ, აქ უნდა გარდავიცვალოთ. ჩვენ არ გვცალია ჯერ ზეციურისთვის და ვცდილობთ ისე დავმკვიდრდეთ დედამიწაზე, რომ არაფერმა არ შეგვარყიოს. ჩვენ ვპოულობთ დედამიწაზე ისეთ საქმიანობას, რომლის გამოც ვერ ვიცლით ღმერთისთვის, ისეთ სიყვარულს რომელიც გვავიწყებს ღმერთს და ჩვენთვის უფრო მეტია ვიდრე ღმერთის სიყვარული. უფალი ამბობს, რომ წადით და ყველას მოუწოდეთ კეთილსაც და ბოროტსაც საქორწინო ნადიმზე. სახარება ბოლოს მთავრდება სიტყვებით: „მრავალნი არიან ჩინებულნი, ხოლო მცირედნი რჩეულ“ – მცირედნი არიან რჩეულნი იმიტომ კი არა, რომ უფალი ირჩევს მცირედს, მცირედნი ღირსად თვლიან ღმერთს რომ ყურადღება მიაქციონ, დაუთმონ დრო, უარი თქვან ადამიანურ სიხარულებზე. საბოლოო ჯამში, როდესაც ამ მიწიერს და აქ დამკვიდრებას ვითხოვთ, მიწა ყველაფერს უკან იბრუნებს, ნაკვეთი ადამიანს გადაექცევა საფლავად. მისი შრომა რომელიც ღმერთს ავიწყებს ერთი-ორი თაობის შემდეგ აღარავის აღარ ახსოვს და სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში. დავფიქრდეთ ჩვენ ვინ ვართ, როგორნი ვართ დღეს ჩვენ, ვპასუხობთ თუ არა ღმერთს ამ მოწოდებაზე. საკმარისია ჩვენ ვუპასუხოთ ამ სიყვარულით, რომ უფალი მიგვიღებს ჩვენ ამ საქორწინო ნადიმზე, რომელიც არის მარადიული. ვინც უარს ეტყვის მასზე უფალი ბრძანებს, ჩააგდეთ ბნელსა შინა გარესკნელსა, სადაც არის ტირილი და ბრჭენა კბილთა. ჩვენზეა დამოკიდებულები სად გვინდა აღმოვჩნდეთ და ვიყოთ სადაც არის გარესკნელი, თუ გვინდა ვიყოთ ძე ღმერთის მარადიულ ნადიმზე“ ,- აღნიშნა მეუფე შიომ.

მან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 43 წელი მიულოცა.

„ჩვენ 25 დეკემბერს ყოველთვის საზეიმოდ აღვნიშნავთ ილია მეორის აღსაყდრების დღეს. პანდემიიდან გამომდინარე ეს წელს ვერ მოხერხდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების დღე. მადლობა ვუთხრა მას დიდი ღვაწლისთვის, 43-ე წელია, რაც მისი უწმინდესობა მიუძღვის ჩვენს ერს როგორც სულიერი მამა და არის მაგალითი იმისა, რომ უშურველად მთელს თავის ცხოვრებას უთმობს სასუფევლის მოპოვებას. ჩვენი უწმინდესი არის ჭეშმარიტი მსახური და მონა უფლისა, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ერს სასუფევლისკენ და ღმერთის საქორწინო ნადიმისკენ. ასევე, მისი პიროვნებით და მისი მამობრივი სიყვარულით გვაგრძნობინებს რაოდენ ტკბილია უფალი, ამითაც მოვყავართ ეკლესიაში მისი დიდი მოწყალებით, ლმობიერებით და სიბრძნით. ამიტომ ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, მრავალჟამიერ მრავალსა წელსა, ჩვენთან არს ღმერთი!“ ,- აღნიშნა მეუფე შიომ.

 

— dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων