30/12/2019 30/12/2019 ჩვენთან არს ღმერთი დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. იგი მოუწოდებდა ებრაელ ხალხს, ისრაელს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და დავარიგეთ. საოცრად დაგვეხმარა. ტაძრები აშენდა მთელს საქართველოში და ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა ანგიას, რომ შეგვეწია. ჩვენ...
30 Δεκεμβρίου, 2019 - 18:14
Τελευταία ενημέρωση: 30/12/2019 - 18:15

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.12.2019)

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (29.12.2019)

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. იგი მოუწოდებდა ებრაელ ხალხს, ისრაელს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებს და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო.

ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და დავარიგეთ. საოცრად დაგვეხმარა. ტაძრები აშენდა მთელს საქართველოში და ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა ანგიას, რომ შეგვეწია.

ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე. რომ ვაშენებთ ამ ხილულ ტაძრებსა, უნდა ვიფიქროთ, როგორ ტაძარს ვაშენებთ სულში. სად მივდივართ? აღმა მივდივართ თუ დაბლა ვეშვებით? ღმერთს დიდება და მადლობა, ღმერთი გვეხმარება, რომ ნელ-ნელა ავდივართ მაღლა.

დიდება შენდა უფალო! მადლობა შენდა უფალო!

შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში.

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი იყავით და გაიხარეთ.

შევნიშნავთ, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს ხსნილი იქნება თევზით.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων