02/02/2020 02/02/2020 ჩვენთან არს ღმერთი დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს. თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ...
02 Φεβρουαρίου, 2020 - 19:14
Τελευταία ενημέρωση: 02/02/2020 - 19:15

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)

ჩვენთან არს ღმერთი

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს.

თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს ილოცება წყნეთის მოხუცებულთა თავშესაფარი მაია ნაჭყებიას ხელმძღვანელობით და ასევე ვარდიძეების გვარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων