22/12/2018 22/12/2018 ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა. პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ. ,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით...
22 Δεκεμβρίου, 2018 - 13:40

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა

ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად კომპანია Native Georgian ltd-ის დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის მიზანი ქართული ღორის ჯიშების გადარჩენა, მოშენება და გამრავლებაა. პროექტში კომპანიასთან ერთად საპარტნიორო ფონდი და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი მონაწილეობენ.

,,ქართული ღორი და საქართველოს ბუნება და გარემო პირობები უნიკალურია. ამასთანავე, ქართული ღორი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხის ხორცით და საუკეთესო გემოვანი თვისებებით“_ განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბ-ნმა ლუის სანზ კასადომ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ბ-ნმა ვასილ ბაბლუანმა აღნიშნა, ,,ეს პროექტი იქმნება ქართველი ფერმერების ჩართულობით, მათ სახელმწიფოს მხარდაჭერით აუშენდებათ ფერმები, რათა რაც შეიძლება მეტი ღორის მოშენება შეძლონ. შემდეგ კი მათგან გარანტირებულად მოხდება ღორების შეძენა”. მისივე თქმით, მათ რაჭაში უკვე ააშენეს სანაშენე ფერმა და 500 ქართული ღორი ჰყავთ; სამომავლოდ საქართველოს 9 რეგიონში იგეგმება ფერმების აშენება.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ ბევრი ქართველი ჩაერთვება პროექტში.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων