17/02/2021 17/02/2021 ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა...
17 Φεβρουαρίου, 2021 - 14:39
Τελευταία ενημέρωση: 17/02/2021 - 14:41

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (16.02.2021)

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი (16.02.2021)

ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა მოიძია, აღმოჩნდა, რომ სისხლი ახლადაღებულივით იყო. (დღეს ეს სიწმინდე ეკლესიაში ინახება). წმინდა მამასთან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამ ფაქტითაც დაუკავშირდა.

ღირსი მამა გაბრიელის მეოხებით, უფალმა შეიწყალოს ბატონი ზურაბის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე.

 

 

 


patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων