03/04/2021 03/04/2021 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. “ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით. მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და...
03 Απριλίου, 2021 - 14:16
Τελευταία ενημέρωση: 03/04/2021 - 14:17

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ანზორ ერქომაიშვლის გარდაცვალების გამო.

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ანზორ ერქომაიშვლის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანზორ ერქომაიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“ბატონ ანზორ ერქომაიშვილს ყველა მუდამ დიდ პატივს სცემდა და აღიარებდა მის გამორჩეულ ღვაწლს როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის წინაშე, ისე მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მაგრამ მისმა გარდაცვალებამ დაგვანახა, რომ იგი გაცილებით უფრო დიდი და განუმეორებელი იყო, ვიდრე ჩვენ მას აღვიქვამდით.

მისი პიროვნების უნიკალურობას, ღვთივმიმადლებულ ნიჭსა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, განაპირობებდა იშვიათი სიკეთე და თავმდაბლობა, ამიტომაც გახდა იგი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის მსახურ ერქომაიშვილთა ცნობილი გვარის ღირსება და საქართველოსთვის დამაშვრალ მამულიშვილთა შორის კელაპტარი ჩაუქრობელი.

მისმა უკვდავმა სულმა ამიერიდან ღვთის წინაშე ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეწიოს მას ჩვენი ლოცვა, ლოცვა ახლობლებისა და სრულიად საქართველოსი და დაუმკვიდროს სავანე მართალთა, ამინ!“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმარში.

 

ipn.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων