სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი თემურ ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
დღეს ჩვენს სამზეოს, ჩვენს წუთისოფელს ტოვებს გამორჩეული პიროვნება, ბატონი თემურ ჩხეიძე და ყველა გრძნობს მისი წასვლით გამოწვეულ დიდ დანაკლისს.
რა თქმა უნდა, იგი დარჩება საერთაშორისოდ აღიარებულ რეჟისორად და ხელოვანად, შესანიშნავ პედაგოგად და მსახიობად, მაგრამ პირველ რიგში მაინც, – დიდ ადამიანად, რომელსაც შეეძლო ჩაწვდომოდა საგნების და მოვლენების შინა არსს, შეეგრძნო სხვათათვის შეუმჩნეველი და სიღრმისეული აზროვნებით ჭეშმარიტების შეცნობამდე მიეყვანა მსმენელი.
ღმერთმა დალოცოს და ნათელში დაამკვიდროს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










