12/08/2022 12/08/2022 ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, – ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო. მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე, – სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ...
12 Αυγούστου, 2022 - 15:54

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელს შეხვდა

ა.წ. 11 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, – ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი (ადამაკისი) მიიღო.

მიტროპოლიტმა ემანუელმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გადასცა მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ძმური მოკითხვა და ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებული მილოცვა, ასევე, – სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო

სტუმარმა აღნიშნა ისიც, რომ პანდემიამ გარკვეულწილად შეასუსტა კავშირები და მეგობრობისა და ერთობის განსამტკიცებლად ორმხრივი ვიზიტების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა, რათა ურთიერთშეთანხმებით დაიძლიოს თანამედროვე სირთულეები და გამოწვევები.

შეხვედრაზე ორივე მხრიდან გამოითქვა მწუხარება უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო, და ხაზი გაესვა ომის დასასრულებლად და მშვიდობის ხელშეწყობისთვის სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων