02/01/2023 02/01/2023 ა.წ. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 45 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა. ამავე დღეს მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვივნენ და ღირსსახსოვარი თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა,...
02 Ιανουαρίου, 2023 - 18:08
Τελευταία ενημέρωση: 02/01/2023 - 18:14

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 45 წელი

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 45 წელი

ა.წ. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 45 წელი შესრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

ამავე დღეს მის უწმინდესობას საპატრიარქო რეზიდენციაში ეწვივნენ და ღირსსახსოვარი თარიღი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბ-ნმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბ-ნმა გიორგი კვესიტაძემ ასევე მთავრობის, სამღვდელოების, ინტელიგენციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.

მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ისტორიული თარიღი მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მამამთავრობის პერიოდში ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის გაწეული უმნიშვნელოვანესი ღვაწლისთვის და კვლავაც ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს.

მისმა უწმინდესობამ დალოცა საქართველო, დალოცა სტუმრები, მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის და დასძინა, რომ პატრიარქობის მძიმე ჯვრის მტვირთველობაში ჩვენი ხალხის სიყვარულის არაჩვეულებრივი უნარი განამტკიცებდა და ძალას მატებდა.

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων