19/03/2024 19/03/2024 ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს   მისი უწმინდესობის, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს, გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც თქვენი ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსათვის. მან პირველიერარქის რანგში 11 წელი იმოღვაწევა, თუმცა თავისი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე ეკლესიას დაუკავშირა და თავდაუზოგავი შრომით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ვუსამძიმრებთ ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო და საერო დასს...
19 Μαρτίου, 2024 - 15:26

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბულგარეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბულგარეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს

 

მისი უწმინდესობის, ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს, გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც თქვენი ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსათვის.

მან პირველიერარქის რანგში 11 წელი იმოღვაწევა, თუმცა თავისი ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე ეკლესიას დაუკავშირა და თავდაუზოგავი შრომით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ცხოვრებაშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც.

ვუსამძიმრებთ ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო და საერო დასს და საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ მწუხარებას მომხდარის გამო. ამასთან შევთხოვთ ყოვლადმოწყალე უფალს, სავანე მართალთა დაუმკვიდროს უწმინდეს ნეოფიტეს უკვად სულს და წიაღთა შინა აბრაამისასა განუსვენოს მას.

 

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და

მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

 

 

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων