27/11/2025 27/11/2025 მის უნეტარესობას, თეოფილე III-ს წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს! უკვე ოცი წელია თქვენ, სირთულეებით სავსე ჩვენს დროში, როგორც პირველიერარქი, ერთგულად ემსახურებით იერუსალიმის ყველასგან გამორჩეულ ეკლესიას და დიდი პატივისცემით სარგებლობთ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს...
27 Νοεμβρίου, 2025 - 17:43

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს

მის უნეტარესობას, თეოფილე III-ს
წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და
სრულიად პალესტინის პატრიარქს

თქვენო უნეტარესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს!

უკვე ოცი წელია თქვენ, სირთულეებით სავსე ჩვენს დროში, როგორც პირველიერარქი, ერთგულად ემსახურებით იერუსალიმის ყველასგან გამორჩეულ ეკლესიას და დიდი პატივისცემით სარგებლობთ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში.

საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა და აქვს დიდი სიყვარული და მოწიწება წმინდა მიწისადმი და აქ მოღვაწე სასულიერო პირთადმი, მითუმეტეს, პირველიერარქებისადმი. ნიშნად თქვენდამი ჩვენი პატივისცემისა, თქვენი საიუბილეო თარიღის მოსალოცად და თანამსახურებისათვის ვაგზავნით ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს.

ვიმედოვნებთ, ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის შემდგომშიც განმტკიცდება და ახალ საფეხურზე ავა.

თქვენო უნეტარესობავ, გულითადად გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და შემდგომ წარმატებებს თქვენს საპატიო მსახურებაში თქვენი სამწყსოსასა და მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

თბილისი, 2025 წ.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων