04/11/2026 04/11/2026 ამა წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი, ასევე, სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნიდან 15 წელი და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიაში იმყოფებოდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო...
04 Νοεμβρίου, 2026 - 18:36

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იმყოფებოდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში იმყოფებოდა

ამა წლის 3 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავი, ასევე, სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნიდან 15 წელი და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავი.

ამ დღესთან დაკავშირებით ეპარქიაში იმყოფებოდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, რომელმაც სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

წირვის დაწყებამდე მიტროპოლიტმა საბამ მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა კვერთხი და ჯვარ-პანაღია.

თანამსახურებდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ ქადაგებით მიმართა, მიულოცა ეპარქიის განახლებისა და მიტროპოლიტ საბას მღვდელმთავრად კურთხევის 30 წლისთავი და სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 15 წელი. კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიაში ერთგული მსახურებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, ასევე საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა მეუფე საბას და მას უსახსოვრა პანაღია მაცხოვრის გამოსახულებით.

ქადაგების ბოლოს მისმა უწმინდესობამ მიტროპოლიტ საბას წარდგენით ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა:

დეკანოზი იოანე გედენიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი დავით თოლორაია დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი შიო კოხრეიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი ზაზა სულაბერიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით;

დეკანოზი მიქაელ ხუნდაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი გიორგი ღიბრაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი ზურაბ კოპალეიშვილი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

მღვდელი ლევან მუმლაძე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში;

მღვდელი დავით ჩიხლაძე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში;

მღვდელი ბესარიონ ტყემალაძე დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

შემდეგ მისმა უწმინდესობამ სასულიერო პირებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო სამღვდელო ჯვრები გადასცა.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა საბამ ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასის, ასევე მრევლის სახელით სიხარული გამოხატა კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობისთვის და მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ დაუდასტურა სიყვარული და პატივისცემა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων