03/07/2019 03/07/2019 ა.წ. 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის” ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები. ემიგრანტებმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას; განაცხადეს, რომ სამრევლოები და იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა...
03 Ιουλίου, 2019 - 16:15
Τελευταία ενημέρωση: 03/07/2019 - 16:17

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ემიგრანტები მიიღო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ემიგრანტები მიიღო

ა.წ. 1 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა.

ღონისძიება ორგანიზაცია ,,დიასპორის სახლის” ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები.

ემიგრანტებმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას; განაცხადეს, რომ სამრევლოები და იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა წრეები ეხმარებათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში.

შეხვედრას ესწრებოდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

მისმა უწმინდესობამ დალოცა ემიგრანტები და წარმატებული მოღვაწეობა და სამშობლოში დაბრუნება უსურვა.

,,სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოსთან ერთად! ბედნიერი იყავით ორსავ სოფელსა შინა!”- ბრძანა მან.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων