13/09/2019 13/09/2019 ა.წ. 13 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი შეეხო მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების მნიშვნელობას. არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თავის მხრივ...
13 Σεπτεμβρίου, 2019 - 14:56

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ა.წ. 13 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და საუბარი შეეხო მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცების მნიშვნელობას.

არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მის უწმინდესობას და უნეტარესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და თავის მხრივ ეცდება, რომ მისი მოღვაწეობით კიდევ უფრო გაღრმავდეს სომხების და ქართველების მეგობრობა. სტუმარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოშია დაბადებული, კარგად იცის ქართული ენა და საქართველოს ისტორია.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων