16/09/2025 16/09/2025 2025 წლის 14 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-14 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა. იერარქს თანამსახურებდნენ: ტაძრის წინამძღვარი, მოსკოვის საპატრიარქოს იტალიის სამრევლოების ადმინისტრაციის მდივანი, მღვდელმონაზონი ამბროსი (მაცეგორა); ამავე ტაძრის კლირიკოსი, მღვდელმონაზონი კირილე (პორუბაევი); სსკგ-ის თავმჯდომრის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მომლოცველი სასულიერო პირები. წირვის...
16 Σεπτεμβρίου, 2025 - 17:14

სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

Διαδώστε:
სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

2025 წლის 14 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-14 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა.

იერარქს თანამსახურებდნენ: ტაძრის წინამძღვარი, მოსკოვის საპატრიარქოს იტალიის სამრევლოების ადმინისტრაციის მდივანი, მღვდელმონაზონი ამბროსი (მაცეგორა); ამავე ტაძრის კლირიკოსი, მღვდელმონაზონი კირილე (პორუბაევი); სსკგ-ის თავმჯდომრის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მომლოცველი სასულიერო პირები.

წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა ანტონიმ წაიკითხა ქადაგება ლიტურგიაზე წაკითხული მაცხოვრის იგავის თემაზე – საქორწილო ნადიმის შესახებ.

ასევე, მეუფე თბილად მიესალმა თანამწირველ სასულიერო პირებსა და მრევლს, და სიხარული გამოხატა იმ ეკლესიაში ლოცვის შესაძლებლობის გამო, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში წინამძღვრად მსახურობდა.

შემდეგ, მლოცველთა სახელით, მღვდელთმთავარს მიმართა მღვდელმონაზონმა ამბროსიმ და მადლობა გადაუხადა წმინდა ეკატერინეს ტაძარში ლიტურგიის აღსრულებისთვის.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων