29/03/2024 29/03/2024 14 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ტრენინგი ჩაატარა სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსმა, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიკა ჟორჟოლიანმა. სტუმარმა სასწავლებლის თანამშრომლებსა და სტუდენტებს წარუდგინა ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც თეოლოგიისა თუ სხვა სამეცნიერო დარგის მკვლევარს საშუალებას აძლევს, მოიძიოს და გამოიყენოს უახლესი სამეცნიერო პუბლიკაციები, გაეცნოს მსოფლიო აკადემიურ სიახლეებს ღია...
29 Μαρτίου, 2024 - 15:37

ტრენინგი მკვლევართათვის

Διαδώστε:
ტრენინგი მკვლევართათვის

14 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ტრენინგი ჩაატარა სამეცნიერო და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსმა, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიკა ჟორჟოლიანმა.

სტუმარმა სასწავლებლის თანამშრომლებსა და სტუდენტებს წარუდგინა ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც თეოლოგიისა თუ სხვა სამეცნიერო დარგის მკვლევარს საშუალებას აძლევს, მოიძიოს და გამოიყენოს უახლესი სამეცნიერო პუბლიკაციები, გაეცნოს მსოფლიო აკადემიურ სიახლეებს ღია ან ჰიბრიდული წვდომის ჟურნალებში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მკვლევრებს სასწავლებლის სივრცეში ახლა უკვე იმ ნაშრომთა გაცნობის საშუალება აქვთ, რომლებიც მხოლოდ ამ კონსორციუმის შუამდგომლობით ხდება ხელმისაწვდომი საქართველოს უნივერსიტეტებისათვის.

სტუმარმა, იმავდროულად, სამეცნიერო ნაშრომების უცხოურ ელექტრონულ ჟურნალებში გამოქვეყნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων