12/04/2022 12/04/2022 კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა გაიხსენა იმ სინოდის სხდომის დეტალები რომელზეც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყდა. “მე ეს საკითხი დეტალურად შევისწავლე, თავიდან მქონდა კითხვები და ჩემთან კანონიკური სამართლისა და ეკლესიის ისტორიის სპეციალისტები დავიბარე, მათაც ვკითხე აზრი ზოგადად ბევრ ზღაპრებს ავრცელებდა რუსული პრესა მაგრამ სიმართლე არ დაიკარგა! საკითხის შესწავლის შემდეგ მოვიწვიე სინოდი არა იმიტომ რომ...
12 Απριλίου, 2022 - 17:14

უკრაინის საკითხზე რამდენიმე მღვდელმთავარი აბურდღუნდა და მაშინვე ადგილები მივუჩინე – მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტმოს II

Διαδώστε:
უკრაინის საკითხზე რამდენიმე მღვდელმთავარი აბურდღუნდა და მაშინვე ადგილები მივუჩინე – მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტმოს II

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა გაიხსენა იმ სინოდის სხდომის დეტალები რომელზეც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყდა.

“მე ეს საკითხი დეტალურად შევისწავლე, თავიდან მქონდა კითხვები და ჩემთან კანონიკური სამართლისა და ეკლესიის ისტორიის სპეციალისტები დავიბარე, მათაც ვკითხე აზრი ზოგადად ბევრ ზღაპრებს ავრცელებდა რუსული პრესა მაგრამ სიმართლე არ დაიკარგა!

საკითხის შესწავლის შემდეგ მოვიწვიე სინოდი არა იმიტომ რომ ეს საკითხი სინოდზე განსახილველი იყო?!, არა! სინოდი რა შუაშია ამ საკითხთან, მე უბრალოდ სინოდს შევატყობინე რომ იგეგმება უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასთან ევქარისტიულ კავშირში შესვლა, ეს მწყემსმთავარმა უნდა გადაწყვიტოს და რატომ? საკითხი უმაღლეს დონეზე შეისწავლა იმ ეკლესიამ რომელსაც ეხელწიფება ეს საქმე და მე მომწერეს, შემატყობინეს რომ დაარსდა ახალი ეკლესია, დასრულდა სქიზმა და თქვენ დიფტიქში გთხოვთ შეიყვანოთ უნეტარესი ეპიფანე, ამით მორჩა და რა უფლება მაქვს ან მე ან ჩემს სინოდს დავიწყოთ გამხილვა რა მოხდა, როგორ მოხდა დ.შ…

მოკლედ მე საკითხი შევისწავლე პირადად მქონდა კომუნიკაცია პროტოსთან (კოსტანტინეპოლის პატრიარქი) ავდექი და ლიტურგიაზე მოვიხსენე უნეტარესი ეპიფანე, ასე უნდა მოიქცეს ყველა მწყემსმთავარი!

იყო კურიოზებიც, ერთი-ორი მღვდელმთავარი წამომიდგა დაიწყეს ზღაპრების მოყოლა, (სწიზმატებიო, ანათემაო) აბურდღუნდნენ მაგრამ მაშინვე თავიანთი ადგილი მივუჩინე და ყველაფერი დამშვიდდა, მერე მე მაინც ჩავატარე კენჭისყრა და საკითხი უმრავლესობით გავიდა, ამრიგად ჩვენ ვაღიარეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია!”.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων