14/03/2024 14/03/2024 2024 წლის 13 მარტს, სიცოცხლის 79-ე წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოფიის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გარდაიცვალა ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი, სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე, – იუწყება Патриархия.ru ბულგარეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით. * * * ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე (ერში – დიმიტროვი სვიმეონ ნიკოლოვი) დაიბადა 1945 წლის 15 ოქტომბერს ქ. სოფიაში. 1965 წელს დაამთავრა ჩერეპიშის სასულიერო სემინარია. 1971 წელს...
14 Μαρτίου, 2024 - 14:29

უფლისად მიიცვალა ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე

Διαδώστε:
უფლისად მიიცვალა ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე

2024 წლის 13 მარტს, სიცოცხლის 79-ე წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოფიის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გარდაიცვალა ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი, სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე, – იუწყება Патриархия.ru ბულგარეთის ეკლესიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.

* * *

ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი ნეოფიტე (ერში – დიმიტროვი სვიმეონ ნიკოლოვი) დაიბადა 1945 წლის 15 ოქტომბერს ქ. სოფიაში. 1965 წელს დაამთავრა ჩერეპიშის სასულიერო სემინარია.

1971 წელს დაამთავრა სოფიის სასულიერო აკადემია, რის შემდეგაც გაგზავნილ იქნა სასწავლებლად მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურაში. ნაშრომისთვის „მოსკოვის სინოდალური მიმართულება რუსულ საეკლესიო გალობაში და მისი მნიშვნელობა“ მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში დაამთავრა აგრეთვე მოსკოვის სასულიერო აკადემიის სალოტბარო განყოფილება. ლოტბარის კლასის „პირველი ოქროს კამერტონის“ კანდიდატის სამკერდე ნიშანი გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა პიმენმა.

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, 1973 წლის 1 სექტემბერს სოფიის სასულიერო აკადემიაში დაინიშნა აღმოსავლური საეკლესიო გალობის მასწავლებლად და სტუდენტური გუნდის რეგენტად.

1975 წლის 3 აგვისტოს ტროას მონასტერში ბულგარეთის პატრიარქმა მაქსიმემ ბერად აღკვეცა ნეოფიტეს სახელით და სავანის მაშინდელი იღუმენის, არქიმანდრიტ გელასის სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ განაგრძო მოღვაწეობა.

1975 წლის 15 აგვისტოს ბერდიაკვნად, ხოლო 1976 წლის 25 მარტს მღდელმონაზვნად აკურთხა პატრიარქმა მაქსიმემ.

1975 წლის 30 სექტემბრიდან სოფიის სამღვდელო გუნდის რეგენტია.

1977 წლის 15 ივლისს დაუბრუნდა სამასწავლებლო მოღვაწეობას სოფიის აკადემიაში როგორც აღმოსავლური საეკლესიო გალობისა და საღვთისმსახურო პრაქტიკის უფროსი პედაგოგი, სადაც 1980 წლამდე იმოღვაწევა.

1977 წლის 21 ნოემბერს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

1981 წლის 1 იანვარს დაინიშნა სოფიის მიტროპოლიის პროტოსინგელის თანამდებობაზე.

1985 წლის 8 დეკემბერს საპატრიარქოს ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში აკურთხეს ლევკიის ეპისკოპოსად, სოფიის მიტროპოლიის ვიკარიუსად.

1989 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა სოფიის სასულიერო აკადემიის რექტორად, ხოლო მას შემდეგ, რაც 1991 წლის 1 ივლისს აკადემია სოფიის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტად გადაკეთდა, იმავე წლის 26 ივლისიდან მისი პირველი დეკანი გახდა.

1992 წლის 27 იანვარს დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარ მდივნად.

1994 წლის 27 მარტს გამორჩეულ იქნა რუსეს კათედრაზე დოროსტოლისა და ჩერვენის მიტროპოლიტად. მას შემდეგ, რაც ეპარქია გაიყო დოროსტოლისა და რუსენის ეპარქიებად, V საეკლესიო-სახალხო კრების 2001 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით რუსენის მიტროპოლიტი გახდა.

2009 წლის 28 ოქტომბრიდან 2010 წლის 24 იანვრამდე დროებით მართავდა დოროსტოლის ეპარქიას.

2013 წლის 24 თებერვალს სოფიაში პატრიარქის საარჩევნო საეკლესიო-სახალხო კრებაზე აირჩიეს ბულგარეთის პატრიარქად. საპატრიარქო ინტრონიზაცია იმავე დღეს წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში შედგა.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων