06/06/2023 06/06/2023 4 ივნისს, ყოვლადწმიდა სამების (სულთმოფენობის) დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. ტაძარში მისვლისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა თაყვანი სცა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილ წმიდა სამების ხატს, რომელიც აღნიშნულ დღესასწაულზე ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს და ტაძრის ცენტრში დაასვენეს, სადაც თაყვანისცემის საშუალება მრევლსაც მიეცა, –...
06 Ιουνίου, 2023 - 16:46

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია რუბლიოვის ყოვლადწმიდა სამების ხატთან

Διαδώστε:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წმინდა ანდრია რუბლიოვის ყოვლადწმიდა სამების ხატთან

4 ივნისს, ყოვლადწმიდა სამების (სულთმოფენობის) დღესასწაულზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.

ტაძარში მისვლისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა თაყვანი სცა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილ წმიდა სამების ხატს, რომელიც აღნიშნულ დღესასწაულზე ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს და ტაძრის ცენტრში დაასვენეს, სადაც თაყვანისცემის საშუალება მრევლსაც მიეცა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

მართლმადიდებელ მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი თხოვნისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაებრუნებინა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ XV საუკუნეში დაწერილი ყოვლადწმიდა სამების ხატი. წმინდა სინოდის წევრებმა მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რასაც მხარი დაუჭირა ასევე რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ.

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, რომ ეს სიწმინდე ეკლესიას დაბრუნებოდა, რათა ჩვენს ხალხს მის წინაშე ლოცვა შეძლებოდა და ღვთის კურთხევა გამოეთხოვა ქვეყანასა და ეკლესიაზე“.

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში წირვის დაწყებამდე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ თაყვანა სცა ასევე მოსკოვის მიტროპოლიტის წმინდა ფილარეტის პატიოსან ნეშტს.

ლიტურგიაზე მის უწმინდესობას თანამსახურება გაუწიეს: მოსკოვის მიტროპოლიაში პატრიარქის ადგილმონაცვლემ, კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტმა პავლემ; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველმა ვიკარიუსმა ქ. მოსკოვში, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა, ვოსკრესენკის მიტროპოლიტმა დიონისემ; მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ; მიტროპოლიტმა ეგნატემ (პოლოგრუდოვი); მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, კაშირის მიტროპოლიტმა თეოგნოსტემ; მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ზალიზნიცკი); ეგორიევსკის მთავარეპისკოპოსმა მათემ; მოსკოვის მიტროპოლიის სამღვდელთმთავრო საბჭოს მდივანმა, ლიუბერეცისა და პოდოლსკის მთავარეპისკოპოსმა აქსიმ; ეპისკოპოსმა გურიმ (შალიმოვი); საპატიმროების მომსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, რამენსკის ეპისკოპოსმა ირინარქიმ; სერპუხოვოს ეპისკოპოსმა რომანმა; ეპისკოპოსმა იერონიმემ (ჩერნიშოვი); ეპისკოპოსმა ნეკტარიოსმა (ფროლოვი); ეკლესიის ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ვერეის ეპისკოპოსმა პანტელეიმონმა; მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა, ბალაშიხისა და ორეხოვო-ზუევოს ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა; ზარაისკის ეპისკოპოსმა კონსტანტინემ; ახალგაზრდობის საქმეთა სინოდალური განყოფილების თავმჯდომარემ, ისტრიის ეპისკოპოსმა სერაფიმემ; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის მოადგილემ, ზელენოგრადის ეპისკოპოსმა საბამ; ეპისკოპოსმა ეგნატემ (გრიგორიევი); სინოდალური მისიონერული განყოფილების თავმჯდომარემ, ლუხოვიცის ეპისკოპოსმა ეფთვიმემ.

მის უწმინდესობას ასევე თანამსახურებდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქ. მოსკოვში პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მეკლიტური დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), უწმიდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი), მოსკოვის ოლქში უწმინდესი პატრიარქის მდივანი დეკანოზი დიონისე კაზანცევი, სავინო-სტოროჟევის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე არქიმანდრიტი პავლე (კრივონოგოვი), მიძინების იოსებ ვოლოცკის სტაროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე არქიმანდრიტი სერგი (ვორონკოვი), ნიკოლო-უგრეშის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვარის ადგილმონაცვლე იღუმენი მეთოდე (ზინკოვსკი), წმინდა ანდრიას სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე იღუმენი დიონისე (შლიონოვი),
სრეტენის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე მღვდელმონაზონი იოანე (ლუდიშჩევი), ზაიკონოსპასის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე მღვდელმონაზონი დანიელი (კონსტანტინოვი), ქ. მოსკოვის ვოსკრესენსკის ოლქის კეთილმოწესე დეკანოზი ალექსანდრე დასაევი, მოსკოვის ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე დეკანოზი კირილე სლადკოვი, საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობის სამმართველოს უფროსი დეკანოზი დიმიტრი როშჩინი, მოსკოვის მიტროპოლიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი მღვდელი ვასილი ლოსევი, ქ. მოსკოვის კეთილმოწესენი და სამღვდელოება.

საპატრიარქო წირვას ესწრებოდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ა.იუ. კუზნეცოვა; რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რლდპ ფრაქციის ხელმძღვანელი რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმაში, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ.ე. სლუცკი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერალური საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე კონსტიტუციური კანონმდებლობისა და სახელმწიფო მშენებლობის საკითხებში ა.ა. კლიშასი; საკუთრების, მიწისა და ქონებრივი ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი ს.ა. გავრილოვი; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ს.გ. ობრივალინი; რუსეთის ფედერაციის მთავრობის კულტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ო.ს. კოროლიოვა; საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის უფროსი ვ.რ. ლეგოიდა; მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ხელმძღვანელი ა.რ. ივანოვი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრული წარმოების „სოფრინოს“ საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა.ვ. პოტიომკინი და სახელმწიფო, საეკლესიო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები.

ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მლოცველებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, მონაზვნები, დედათა მონასტრების იღუმენიები და ბინადრები, მართლმადიდებელი ახალგაზრდობა და მრავალი ერისკაცი.

საღვთისმსახურო საგალობლები შეასრულა ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა (რეგენტი ი.ბ. ტოლკაჩოვი).

ტელეარხებზე „Союз“ და „Спас“, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე Патриархия.ru მიმდინარეობდა საპატრიარქო ღვთისმსახურების პირდაპირი ტრანსლიაცია.

მრჩობლ კვერექსზე აღევლინა ვედრება წმინდა რუსეთის ერთიანობისთვის.

ზიარების წინ ქადაგება წარმოთქვა ლიუბერეცისა და პოდოლსკის მთავარეპისკოპოსმა აქსიმ.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღასრულა სულთმოფენობის დღესასწაულის დიდი მწუხრი მუხლმოდრეკის ლოცვების კითხვით..

შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა მორწმუნეებს პირველიერარქის სიტყვით მიმართა.

დასასრულს, უწმიდესმა მეუფემ ბრძანა: „დღეს, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ საშუალება გვქონდა გველოცა ღირსი ანდრია რუბლიოვის დაწერილი წმინდა სამების ხატის წინაშე, რომელიც ჩვენი მიწის უდიდესი სიწმინდეა. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის ბრძანებულებით ეს ხატი ჩვენს ტაძარს გარკვეული დროით გადმოეცა, რომლის განმავლობაშიც მსურველთა უმეტესობას შეუძლია მიეახლოს ამ უდიდეს სიწმინდეს და ილოცოს. ილოცოს ჩვენი ხალხის ერთობისთვის, ეკლესიის ერთობისთვის და ჩვენში მართლმადიდებლური რწმენის განმტკიცებისთვის. უფალმა, რომელიც ქვეყანას სამებად მოევლინა, დაე გააძლიეროს ჩვენი ხალხისა და ჩვენი ეკლესიის ერთობა, რათა თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ღირსეულად ვემსახუროთ მას საქმითაც, სიტყვითაც და აზრებითაც. ამინ“.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων