20/03/2025 20/03/2025 20 მარტს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისალმებით მიმართა, რის შემდეგაც სინოდმა დღის წესრიგის მიხედვით დაიწყო მუშაობა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური....
20 Μαρτίου, 2025 - 17:29

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

Διαδώστε:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა

20 მარტს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2025 წლის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომის გახსნისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისალმებით მიმართა, რის შემდეგაც სინოდმა დღის წესრიგის მიხედვით დაიწყო მუშაობა, – იუწყება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ:

– წმინდა სინოდის მუდმივი წევრები: კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიტი ვლადიმერი; ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტი ალექსანდრე, ყაზახეთის რესპუბლიკის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი, ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მეთაური; პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანოფი; კრუტიცისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე, პატრიარქის ადგილმონაცვლე მოსკოვის სამიტროპოლიტოში; მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი, სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი; ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვლადიმირისა და სუზდალის მიტროპოლიტი ნიკანდრე, მოსკოვის საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს თავმჯდომარე;

– წმინდა სინოდის დროებითი წევრები: ნოვოკახოვკისა და გენიჩესკის მიტროპოლიტი ფილარეტი, კოსტრომისა და ნერეხტის მიტროპოლიტი ფერაპონტე, ვორკუტისა და უსინის მთავარეპისკოპოსი მარკოზი, ბალაშოვისა და რტიშჩევის ეპისკოპსი ტარასი, იშიმისა და არომაშევის ეპისკოპოსი ტიხონი.

mospat.ru

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων