29/07/2022 29/07/2022 ელჩმა დეგნანმა მეუფე გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება. შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა. საუბრისას, ასევე, ორმხრივად აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების საქმეში. ელჩმა დეგნანმა ინტერესი გამოხატა ახალი საქართველოს...
29 Ιουλίου, 2022 - 16:16

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ფოთის საეპარქიო სახლში უმასპინძლა მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელს, ელჩ კელი დეგნანს.

Διαδώστε:
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ფოთის საეპარქიო სახლში უმასპინძლა მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენელს, ელჩ კელი დეგნანს.

ელჩმა დეგნანმა მეუფე გრიგოლს მიულოცა ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარიის (SVOTS) საპატიო დოქტორის წოდება.
შეხვედრისას ელჩმა დეგნანმა დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორისადმი საელჩოს ღრმა პატივისცემა. საუბრისას, ასევე, ორმხრივად აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს სამომავლო განვითარების საქმეში.
ელჩმა დეგნანმა ინტერესი გამოხატა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მიმართ.
მეუფე გრიგოლი საუბრისას შეეხო განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებს, რაც დღევანდელობაში ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.
დასასრულს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მადლობა გადაუხადა ელჩ დეგნანს სტუმრობისთვის; თავის მხრივ ელჩმა დეგნანმა მადლიერება გამოთქვა საეპარქიო სახლში გულთბილი მიღებისთვის.

ფოთისა და ხობის ეპარქია

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων