31/05/2020 31/05/2020 წმინდა დიმფნა ირლანდიის წარმართი მეფის ასული იყო, რომელიც ქრისტიანმა დედამ ჩუმად მონათლა. ქალიშვილმა მთელი გულით შეიყვარა ქრისტე და უმანკოების აღთქმა დადო. როცა დიმფნა 15 წლის გახდა, დედა გარდაეცვალა. მამამ ძალზე იდარდა ცოლის სიკვდილი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მსახურები მეფის შესაფერის სარძლოს დიდი ხანი ეძებდნენ, ბოლოს მოახსენეს, შენს სამეფოში ასეთი ქალწული მხოლოდ შენი ქალიშვილიაო....
31 Μαΐου, 2020 - 21:49

ქალწულმოწამე დიმფნა გეელელი და მღვდელმოწამე გერებერნ (გერებარნ) მღვდელი, გეელელი (+დაახლ. 620-640) – ხსენება 15 (28) მაისს

Διαδώστε:
ქალწულმოწამე დიმფნა გეელელი და მღვდელმოწამე გერებერნ (გერებარნ) მღვდელი, გეელელი (+დაახლ. 620-640) – ხსენება 15 (28) მაისს

წმინდა დიმფნა ირლანდიის წარმართი მეფის ასული იყო, რომელიც ქრისტიანმა დედამ ჩუმად მონათლა. ქალიშვილმა მთელი გულით შეიყვარა ქრისტე და უმანკოების აღთქმა დადო. როცა დიმფნა 15 წლის გახდა, დედა გარდაეცვალა. მამამ ძალზე იდარდა ცოლის სიკვდილი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. მსახურები მეფის შესაფერის სარძლოს დიდი ხანი ეძებდნენ, ბოლოს მოახსენეს, შენს სამეფოში ასეთი ქალწული მხოლოდ შენი ქალიშვილიაო. გონარეულმა მეფემ საკუთარი ქალიშვილის ცოლად შერთვა მოინდომა. ეს რომ დიმფნამ შეიტყო, თავის მოძღვართან, მღვდელ გერებერნთან ერთად მატერიკისკენ გაიქცა. როცა ქალიშვილის გაუჩინარება გაიგო, მეფე მეომრებთან ერთად დაედევნა. დღევანდელი ანტვერპენის სიახლოვეს, სოფელ გეელთან წამოეწივნენ, შეიპყრეს. როცა წმინდა დიმფნამ უარი განუცხადა ბილწი სურვილის შესრულებაზე, მათ ორივეს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა დაახლოებით 620-სა და 640 წლებს შორის, 15 მაისს. მალე წმინდა ქალწულმოწამის საფლავზე მრავალი სასწული აღესრულა. განსაკუთრებით სულიერად ავადმყოფებს შეეწეოდა წმინდა დიმფნა.

— karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων