21/02/2022 21/02/2022 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა საბერძნეთს სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს: “მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საბერძნეთში მომლოცველობითი ვიზიტით იმყოფება, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მეუფე საბა. დღეს, 2022 წლის 13 თებერვალს, მისი ყოვლადუწმიდესობის თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზის კურთხევით, თესალონიკში არსებულ...
21 Φεβρουαρίου, 2022 - 18:44

ქართველმა მღვდელმთავარმა თესალონიკის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა [ფოტო]

Διαδώστε:
ქართველმა მღვდელმთავარმა თესალონიკის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა საბერძნეთს სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საბერძნეთში მომლოცველობითი ვიზიტით იმყოფება, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მეუფე საბა.

დღეს, 2022 წლის 13 თებერვალს, მისი ყოვლადუწმიდესობის თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზის კურთხევით, თესალონიკში არსებულ წმინდა დიდმოწამე დიმიტრი მირონმდინარის (თესალონიკელი) სახელობის ტაძარში სადღესასწაულო საღმორთო ლიტურგია აღასრულსა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა და წმინდა სინოდის წევრმა, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ (ინწკირველი).

მღვდელმთავარს თანამსახურებდნენ წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრის წინამძღვარი, ყოვლადღირსი არქიმანდრიტი დამასკონოსი, საბერძნეთში საგანმანათლებლო მისიით წარმოგზავნილი ჩვენი ეპარქიის ორი მღვდელმსახური, მღვდელმონაზონი ირინეოსი და მღვდელმონაზონი იერონიმე, ასევე თესალონიკის სამიტროპლოიტოს სხვა მღვდელმსახურები.

ლიტურგიის დასასრულს ტაძრის წინამძღვარმა, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრისადმი წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა, ასევე თავის მხრივ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, ჩრდ. ამერიკის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, ყოვლადუსამღვდელოესმა ეპისკოპოსმა საბამ, სადაც განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა თესალონიკის მიტროპოლიტ ანთიმოზს მასპინძლობისათვის და ისაუბრა საქართველოსა და ელადის მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებულ ძმურ და ისტორიულ ურთიერთობაზე, რისთვისაც მადლობას წირავს უფალს!

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა განგრძობს მომლოცველობით ვიზიტს საბერძნეთის რესპუბლიკაში”.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων