06/05/2021 06/05/2021 გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო. საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე...
06 Μαΐου, 2021 - 17:23

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს

Διαδώστε:
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1 tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων