07/01/2021 07/01/2021   იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო ღვთისმსახურება მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. რუსეთის ეკლესიის მეთაურს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე და მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა და სხვა სამღვდელო პირები. საღვთო...
07 Ιανουαρίου, 2021 - 15:55

ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]

Διαδώστε:
ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]

 

იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო ღვთისმსახურება მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

რუსეთის ეკლესიის მეთაურს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე და მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა და სხვა სამღვდელო პირები.

საღვთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ პატრიარქმა კირილემ ქადაგებით მიმართა სამწყსოს და მიულოცა შობის დღესასწაული.

ღვთისმსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუსულ ტელეარხებზე “Первый”, “Россия 1” და ტელეარხ “Спас-ის” ვებ-გვერდზე.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων