15/12/2022 16/12/2022 2022 წლის 11 დეკემბერს რუსთავის მერიასთან არსებულ მოედანზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით – ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს” საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, საპატრიარქოს საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ძალისხმევითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით შედგა. უწმინდესსა და უნეტარესს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელი მიულოცეს რუსთავში მცხოვრებმა ნათლულებმა. ღონისძიება...
15 Δεκεμβρίου, 2022 - 16:31
Τελευταία ενημέρωση: 16/12/2022 - 18:35

ღონისძიება – ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს”

Διαδώστε:
ღონისძიება – ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს”

2022 წლის 11 დეკემბერს რუსთავის მერიასთან არსებულ მოედანზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სახელწოდებით – ,,ნათლულები ულოცავენ პატრიარქს” საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, საპატრიარქოს საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ძალისხმევითა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით შედგა.
უწმინდესსა და უნეტარესს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წელი მიულოცეს რუსთავში მცხოვრებმა ნათლულებმა. ღონისძიება სწორედ პატრიარქის ნათლულების ანსამბლის შესრულებული სიმღერებით გაიხსნა. საღამოზე ასევე შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, საგალობლები და გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლი.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων