ყვარლის კულტურის სახლში ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ამა წლის 3 ივნისს ყვარლის კულტურის სახლში ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და სხვა სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამოზე ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შესრულდა.
ფოტო: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










