11/04/2021 12/04/2021 უკომპრომისოები ვიქნებით. მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მათ მიმართ ასე რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ველოდებით დიდი მარხვის დასრულებამდე, რომ გამოფხიზლდნენ – განაცხადა მეუფე იაკობმა ეკლესიაში განვიტარებულ მოვლენებზე საუბრისას. „შინაური თუ გარეული, ცდილობს, ეკლესიას ჩამოაშოროს ადამიანები. უფალმა ჩვენი...
11 Απριλίου, 2021 - 17:59
Τελευταία ενημέρωση: 12/04/2021 - 1:00

“ყველა ფრთხილად იყოს. რა გაუკეთებია ცხოვრებაში, რომ პატრიარქს ებრძვიან?!”

Διαδώστε:
“ყველა ფრთხილად იყოს. რა გაუკეთებია ცხოვრებაში, რომ პატრიარქს ებრძვიან?!”

უკომპრომისოები ვიქნებით. მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს მათ მიმართ ასე რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ველოდებით დიდი მარხვის დასრულებამდე, რომ გამოფხიზლდნენ – განაცხადა მეუფე იაკობმა ეკლესიაში განვიტარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„შინაური თუ გარეული, ცდილობს, ეკლესიას ჩამოაშოროს ადამიანები. უფალმა ჩვენი ყველა ცოდვა კარგად იცის, მაგრამ აბა, შეხედეთ, თუ გამოაქვას საქვეყნოდ ჩვენი ცოდვები. როცა აღსარებას ვამბობთ და მივდივართ სასულიერო პირთან, ის ვალდებულია სამარეში ჩაიტანოს ეს აღსარება, არავის უნდა უთხრას, არავის აქვს უფლება, აღსარება გათქვას. შევხედოთ, როგორ გვებრძვიან, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ვართ მებრძოლი ეკლესია, ჩვენში წმინდანი ჯერ-ჯერობით, არავინ არის. მაცხოვრის მოწაფეებში ერთი იუდა იყო, სხვებიც ვნახეთ, რომ უმეტესობამ მიატოვა უფალი, მაგრამ სინანულით პეტრე მოციქული მოციქულთა თავი გახდა. იმიტომ, რომ ადამიანურად სუსტები იყვნენ, რაც მათ ჩაიდინეს, ამით ქრისტეს არაფერი დაკლებია. ახლა რომ გამოვიდეთ და ვიღაცაზე ვიძახოთ: ცუდია, ცუდია და ამით გინდა თავის დამკვიდრება… ზოგჯერ არის, როდესაც ადამიანი სუსტია, ძლიერს უნდა შეუტიოს, რომ ხალხმა მასზე რამე გაიგოს. როგორც ქრისტეს არაფერი დაკლებია მისი მოციქულების საქციელით, არც ჩვენ ეკლესიას დააკლდება. არ დაბრკოლდეთ, ადამიანებო. შესაძლოა ჩვენში ჩავდიოდეთ რაღაც საქციელებს, მაგრამ ისეთი არ უნდა ჩავიდინოთ, რომ ადამიანის სულები დავღუპოთ. სინანული არის წამალი ადამიანის სულისთვის, რომელიც მას ღვთის წიაღში აბრუნებს. მრავალჯერ წავიქცევით, მაგრამ მთავარია, ამ წაქცეულ მდგომარეობაში არ გვიყვარდეს ყოფნა. ნუ გავაცინებთ ჩვენ მტერს ერთმანეთთან ბრძოლაში.

ძალიან დიდი ხანია ცუდი რაღაც ხდება ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. უნდათ ეკლესიის მრევლის დაფანტვა. ჯერ გამოდი და სწორად თქვი, რაც ხდება და მერე მოგისმენ. თორემ, ზოგადად იმის ლაპარაკი, რომ არც სასჯელი შველის რამეს და არც სიყვარულია – სიყვარული მაჩვენე იმით, რომ გამოდი და დაარქვი სწორი სახელი რაც ხდება. თუ რამე გინახავს, ჩვენც გვინახავს. ჩვენ ჩვენი ცოდვებით ღვთის მოღალატეები ვართ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: არ შეიძლება სამშობლოს, ეკლესიის და ერთმანეთის ღალატი. ვინც მოღალატე იყო – იუდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მოღალატეებისგან საერთოდ, ნურავინ იფიქრებს, რომ ღვთის წყალობას ადვილად მიიღებს. უფლის მეორედ მოსვლამდე სულ იქნება ასეთი მდგომარეობა, ასეთი შეტევა იმ ადამიანებზე, ვისაც დიდი ღვაწლი აქვს, მეტი ავტორიტეტი აქვს და ამ ავტორიტეტებს კომუნისტებიც ებრძოდნენ, მათი ნაშიერებიც ებრძვიან. განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავ, ჩავიხედოთ ჩვენ გულებსა და სულებში, რადგან მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ცუდი რაც ჩავიდინეთ, ვაღიაროთ. ადამიანს, ვისაც აღიარება შეუძლია და მის სინანულსაც დავინახავთ, ის ადამიანი ძვირფასი ხდება. ველოდებით მარხვის ბოლომდე, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არა თუ სინანული აქვთ, არამედ გამოდიან და სულელებივით ერთი და იმავეს იძახიან. ნეტავ, თიითონ თუ სჯერათ? მაგრამ იმდენჯერ ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა ერთმანეთი დააჯერეს.

საეკლესიო კანონებიც გვაქვს. თითონ მატყუარებს იმავე კანონით განაკანონებენ – სასამართლოს დაწყებამდე ხელს აწერინებენ, რომ ვისზე ბრალი შეაქვს, თუ ვერ დაუმტკიცა, თავად განისჯება ამ ბრალით. ამიტომ ყველა ფრთხილად იყოს. რა გაუკეთებია ცხოვრებაში, რომ პატრიარქს ებრძვიან?! ეს ორაზროვანი ლაპარაკები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ცატა დაფიქრდნენ და აირჩიონ, სად დგანან – ღმერთთან, თუ მატყუარებთან. უკომპრომისოები ვიქნებით. მერე უკვე ავტორიტეტიუც აღარ არსებობს მათ მიმართ ასე რომ იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ძალათ ერთობა არ გამიგია მე. როდესაც ჩვენი ძმები ასე მძიმედ იქცევიან, სულ ტკივილით მივდივართ… ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა, ამას ვუყუროთ ეკლესიის დანგრევისკენ როგორ მოუწოდებენ და ბოროტ ძალებს როგორ ემორჩილებიან?! ჩვენ პატრიარქს ღმერთმა მეტი გამძლეობა მისცეს. სულიერად ძალიან ძლიერად არის, ხედავთ იმდენს ლოცულობს, რომ ძლიერ ტკივილებშია ხორციელად, და რომ გვიყურებს ასე ვიქცევით, თავისთავად, სულიერი ტკივილიც ექნება… ეკლესიას იმიტომ ებრძვიან, რომ ადვილად დაშალონ საქართველო. ეს დავალებაა მათი. ან შეინანებენ, ან ბოლო-ბოლო ღვთის ძალას ნახავენ“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων