17/04/2026 17/04/2026 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ეპარქიაში გრძელდება სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება თემებზე – „ღირებულებითი განათლება“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები“. გადამზადების პირველი ეტაპი ამა წლის 16–17 აპრილს შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის ჩატარდა და მას უძღვებოდნენ მასწავლებელთა...
17 Απριλίου, 2026 - 19:00
Τελευταία ενημέρωση: 17/04/2026 - 17:53

შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის პროფესიული გადამზადების ორდღიანი კურსი ჩატარდა

Διαδώστε:
შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის პროფესიული გადამზადების ორდღიანი კურსი ჩატარდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ეპარქიაში გრძელდება სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება თემებზე – „ღირებულებითი განათლება“ და „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები“.

გადამზადების პირველი ეტაპი ამა წლის 16–17 აპრილს შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის ჩატარდა და მას უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, ამავე პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე და ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე.

გადამზადების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ „ღირებულებითი განათლების“ ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

გადამზადების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საბაზისო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სამომავლოდ, აღნიშნული გადამზადების პროგრამის განხორციელება დაგეგმილია სხვა ეპარქიების სასულიერო პირებისთვისაც.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων