26/02/2021 26/02/2021 შესაწირი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქველმოქმედება და სიკეთე, ვინმეს ნუგეშინისცემა, ფიზიკური შრომა გარდაცვლილის სახელზე და ა.შ. მიცვალებულის სახელზე შეგვიძლია გავიღოთ აგრეთვე თანხა. ფული შეგვიძლია დავურიგოთ გლახაკთ (რასაც ქრისტიანი სისტემატურად უნდა აკეთებდეს. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს კურთხევით, მორწმუნე უნდა ზრუნავდეს ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის მაინც, რომელსაც სისტემატურად დაეხმარება); ფული ასევე შეგვიძლია შევწიროთ ეკლესიას ან მიცვალებულის სახელზე მოვახმაროთ რაიმე კეთილ...
26 Φεβρουαρίου, 2021 - 18:45

შესაწირავი – მოწყალების საქმე

Διαδώστε:
შესაწირავი – მოწყალების საქმე

შესაწირი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქველმოქმედება და სიკეთე, ვინმეს ნუგეშინისცემა, ფიზიკური შრომა გარდაცვლილის სახელზე და ა.შ. მიცვალებულის სახელზე შეგვიძლია გავიღოთ აგრეთვე თანხა. ფული შეგვიძლია დავურიგოთ გლახაკთ (რასაც ქრისტიანი სისტემატურად უნდა აკეთებდეს. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს კურთხევით, მორწმუნე უნდა ზრუნავდეს ერთი გაჭირვებული ადამიანისთვის მაინც, რომელსაც სისტემატურად დაეხმარება); ფული ასევე შეგვიძლია შევწიროთ ეკლესიას ან მიცვალებულის სახელზე მოვახმაროთ რაიმე კეთილ საქმეს.

რასაკვირველია, ამქვეყნად ჩვენთვის უცნობია, თუ რა ხვედრი ელის თითოეულს სიკვდილის შემდგომ, მაგრამ სიყვარულით ლოცვა ფუჭი არასოდეს იქნება. თუ ჩვენი მიცვალებული მოყვასნი ღირსნი შეიქმნებიან ზეციური სასუფევლისა, მაშინ მათდამი ლოცვებს ჩვენზე ლოცვითვე უპასუხებენ. თუკი ჩვენი ლოცვები უძლური იქნება მათ შეეწიოს, ყოველ შემთხვევაში, ისინი ჩვენ არას გვავნებენ, ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით: „…ლოცვაჲ ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს“ (ფსალმ. 34, 13); მაცხოვარმა კი ბრძანა: „…მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ“ (მათ. 10, 13), – პირიქით, სასარგებლონი არიან.

 

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων