25/02/2021 25/02/2021 შესრულდა მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქ პორფირეს აღსაყდრების ცერემონია. სერბეთის ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრების მსახურება 2021 წლის 19 თებერვალს ბელგრადის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. საღვთო ლიტურგია აღასრულა ახლად არჩეულმა პატრიარქმა, მასთან თანამსახურებდნენ საარჩევნო კრების მონაწილე ყველა სასულიერო პირი და ერთგული ადამიანი. აღსაყდრების მსახურებას ასევე ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი...
25 Φεβρουαρίου, 2021 - 20:33
Τελευταία ενημέρωση: 25/02/2021 - 20:39

შესრულდა მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქ პორფირეს აღსაყდრების ცერემონია

Διαδώστε:
შესრულდა მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქ პორფირეს აღსაყდრების ცერემონია

შესრულდა მისი უწმინდესობის, პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სერბეთის პატრიარქ პორფირეს აღსაყდრების ცერემონია.

სერბეთის ახლად არჩეული პატრიარქის აღსაყდრების მსახურება 2021 წლის 19 თებერვალს ბელგრადის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

საღვთო ლიტურგია აღასრულა ახლად არჩეულმა პატრიარქმა, მასთან თანამსახურებდნენ საარჩევნო კრების მონაწილე ყველა სასულიერო პირი და ერთგული ადამიანი. აღსაყდრების მსახურებას ასევე ესწრებოდნენ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი და სერბეთის მთავრობის წევრები.

წირვის შემდეგ სერბეთის ახლად არჩეულმა პატრიარქმა ბრძანა:

„დიდი კრძალვითა და სიმდაბლით ვიღებ იმ გარემოებას, რომელიც აღსრულდა ჩვენ თვალწინ, ჩვენს გულსა და გონებაში, ამ საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებისას.

ფაქტია, რომ მე ღვთის ნებითა და ჩემი ქრისტესმიერი ძმების, სერბი მღვდელმთავრების თანხმობით, დავიკავე წმინდა და ღვთაებრივი, ღვთის მიერ აღმართული და დალოცვილი წმინდა საბას საყდარი, როგორც მას ღვთივშთაგონებული ჰაგიოგრაფები უწოდებენ, საყდარი წმინდა და დიდი მღვდელთმთავრისა, სადაც უნდა დაბრძანდეს სამოციქულო ტახტის ღირსეული მემკვიდრე.

ვთხოვ ღმერთს და თქვენ, დამეხმაროთ ლოცვით და ქმედითად, რათა ეს დიდი და საპასუხისმგებლო მისია, რომელიც ამ წმინდა გადაწყვეტილებით დამეკისრა, აღვასრულო სიხარულითა და წმინდა მღვდელმთავართა კრებისადმი მორჩილებით. აღვასრულო, როგორც სერბეთის ეკლესიის 46-ე პატრიარქმა და 57-ე პირველიერარქმა, მდაბალმა მემკვიდრემ ჩემი დიდი და წმინდა წინამორბედებისა და, პირველ რიგში, მემკვიდრემ იმ 12 მღვდელმთავრისა, რომელთაც წმინდა საბა ედგა სათავეში: სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ ჩვენს ეკლესიას 1219-იდან 1346 წლამდე. ეს ის 12 იერარქია, რომელთაგან ექვსი ღირსი შეიქნა ეკლესიისაგან წმინდანად აღიარებისა, რომლებიც სულიერად უდგნენ სათავეში სერბ ხალხს, პეჩის საპატრიარქოს პირველ გაუქმებამდე.

მე ვარ მემკვიდრე სერბეთის საპატრიარქოს დიდი განმაახლებლების – მაკარი სოკოლოვიჩის და დიმიტრი პავლოვიჩისა. მე ავედი ამ ტახტზე, რათა მახსოვდეს და დავიცვა ღვთის ეკლესიისადმი ის შრომა, მოწამეობრივი ტანჯვა და მსხვერპლი, რომელიც გაიღეს ჩემმა წმინდა წინამორბედებმა: გაბრიელ რაიჩმა, ლუკიამ ბოგდანოვიჩმა, ბარნაბა როსიჩმა, გაბრიელ დოჟიჩმა, ვიკენტი პროდანოვმა.

დებო და ძმებო! მხოლოდ ღმერთმა და თავად მათ იციან, თუ რამდენია ეკლესიის ისეთი მეთაური, რომელთაც უსისხლო ტანჯვა გამოიარეს.

სულიერ მემკვიდრეობად დიდი ცხოვრებისეული მიზანი დაგვრჩა: ვიაროთ პატრიარქ გერმანეს სიბრძნის კვალზე, პატრიარქ პავლეს გზაზე და ვიყოთ პატრიარქ ირინეოსის სულიერი შვილები – მშვიდობისმოყვარეობაში! ცოცხალი ღმერთისა და ეკლესიის სრულყოფილების წინაშე, ყველა თქვენგანის წინაშე, რომლებიც ზეციურმა მსახურებამ აქ შეგკრიბათ, წმინდა პავლეს წინაშე ვაღიარებ, რომ ვერაფრით დავიკვეხნი, გარდა ჩემი სისუსტეებისა და ცოდვებისა.

თუმცა მე ეს უიმედობით კი არ მავსებს, არამედ მოკრძალებულ იმედს მაძლევს იმისა, რომ თქვენი ლოცვებითა და ვედრებით, განსაკუთებით კი ჩემი მოძღვრის, ბაჩკოს ეპისკოპოს ირინეოსის ლოცვითი შუამდგომლობით, ჩემზეც აღსრულდება სულიერი ჭეშმარიტება, სადაც ერების მოციქულად წოდებულმა წმინდა პავლემ მიგვიყვანა. მას თავად ღმერთი ანუგეშებდა შემდეგი სიტყვებით: „საკმარისად დიდი მადლი მოგეცა ჩემგან, რადგანაც ჩემი ძალა უძლურებაში ხდება სრულყოფილი!“

ეს სიტყვები მეც მაძლევს ძალას, რომ ჩემს უძლურ მხრებზე ვიტვირთო პატრიარქობის მძიმე, თუმცა წმინდა ჯვარი, და მარადიული პირველმღვდელმთავრისა და ღვაწლთა საფუძვლის დამდებლის მადლმოსილი შემწეობით შევუდგე ქრისტეს სანეტარო აღმართზე ასვლას, რომელიც განმსჭვალულია ჭეშმარიტი სიწმინდის სხივითა და სიმართლით.

მომიცვა რა, ამ უდიდესი საიდუმლოს მიმართ წმინდა კრძალულებამ, ვაცნობიერებ იმ მრავალ ამოცანას, რომლებიც ჩვენ ყველას დაგვეკისრა და რომელთა შესრულებაზეც ერთად ვართ პასუხისმგებელნი. ვიცი, რომ ეს აღმართი ნაკურთხია მანუგეშებელი სულის მიერ , რომელიც იქ სუფევს, სადაც მას ნებავს, და კურთხეულია ქრისტეს სახარების მიერ, რომელიც ძალას გვაძლევს ყოველივეს აღსრულებისათვის“.

 

— წყარო: spc.rsfacebook.com/sap.uwyebaNews

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων