შინდისის დედათა მონასტერში გაჩენილმა ხანძარმა მონაზინთა საცხოვრებელი გაანადგურა
,,გუშინ, 1 ნოემბერს, დილით შინდისის წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერში – თამარწმინდაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მთლიანად დაზიანდა სახურავი და ზამთრის წინ ღია ცის ქვეშ დავრჩით. უფლის წყალობით ცეცხლსაც და წყალსაც გადაურჩა ყველა სიწმინდე, რაც მონასტერში ინახება.
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!
გუშინვე დავიწყეთ დასუფთავება, დამწვარისა და განადგურებულის გატანა შენობიდან (სახლიდან, სადაც სენაკებია განთავსებული).
სახურავის განახლება და სახლის გადახურვა სასწრაფოა. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს მოგვიმართავს დახმარების თხოვნით არცერთი იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც უხვად გვაქვს მონასტერში. “- წერს არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










