22/03/2021 22/03/2021 მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა) დაიბადა 1926 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაასრულა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა მოღვაწეობას სამედიცინო სფეროში. 1978 წელს ხელდასმული იქნა დიაკვნად, იმავე წლის 13 აგვისტოს – მღვდლად. 1978 წლის 20 ოქტომბერს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი დავითი. 1978 წლის 15 დეკემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და...
22 Μαρτίου, 2021 - 20:03

 ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი – დაბადებიდან 95 წელი

Διαδώστε:
 ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი – დაბადებიდან 95 წელი

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა) დაიბადა 1926 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაასრულა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა მოღვაწეობას სამედიცინო სფეროში. 1978 წელს ხელდასმული იქნა დიაკვნად, იმავე წლის 13 აგვისტოს – მღვდლად. 1978 წლის 20 ოქტომბერს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი დავითი.
1978 წლის 15 დეკემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და დაადგინეს ბათუმ-შემოქმედელ მღვდელმთავრად. 1980 წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოს დავითს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. 1981 წლის 8 სექტემბერს დაადგინეს ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად. 1983 წლის 26 ივნისს მთავარეპისკოპოს დავითს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება. მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა მეორე პანაღიის ტარების უფლებითა და საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
მეუფე დავითი 1980-1984 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, ხოლო 1984-1992 წლებში (გარდაცვალებამდე) იყო საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი.
მიტროპოლიტი დავითი, როგორც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მართლმადიდებელ ეკლესიათა და სხვა რელიგიურ ფორუმებსა და შეხვედრებში. ის იყო საქართველოს ეკლესიის იმ დელეგაციის წევრი, რომელმაც 1990 წელს კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიისა და მისი მეთაურის საპატრიარქო პატივის აღიარებისა და ცნობის სიგელები.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი განიცდიდა 1992 წელს აფხაზეთში დაწყებულ საომარ კონფლიქტს. მიტროპოლიტი დავითი გულმხურვალე პატრიოტული და მღვდელმთავრული სიტყვით წარდგა ომის მსვლელობისას ქ. სოხუმში გამართულ ქართველობის მრავალათასიან მიტინგზე.
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) მოულოდნელად გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს, 66 წლის ასაკში. განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მიტროპოლიტი დავითი დაკრძალულია თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.
უფალმა წმიდათა თანა დაამკვიდროს მიტროპოლიტ დავითის უკვდავი სული. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

წყარო: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, “ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)”, თბილისი, 2010 წ.

მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων