28/06/2020 28/06/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ატენის ხეობაში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა წეროსხევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები. ასევე, დაწყებულია ვერეს ხეობაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია....
28 Ιουνίου, 2020 - 13:59
Τελευταία ενημέρωση: 28/06/2020 - 14:00

წეროსხევში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

Διαδώστε:
წეროსხევში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ატენის ხეობაში ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციას ახორციელებს. უკვე დასრულდა წეროსხევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სრული რეაბილიტაცია. სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები ნიჩბისის ახლად მოჭრილი ქვებით შეიმოსა. ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და ეკლესიის კარნიზები.

ასევე, დაწყებულია ვერეს ხეობაში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა, რომლის შემდგომ დაგეგმილია ტაძრის აღდგენა. არსებული სახელოვნებათმცოდენეო კვლევებით მე-8-მე-9 საუკუნეების ეკლესიაა. თუმცა გაწმენდის პროცესში კვლევებმა გამოკვეთა ტაძრის სტრუქტურაში მე5-მე-6 საუკუნეების მცირე ეკლესიის ნაშთებიც.

ატენის ხეობის ისტორიული ძეგლები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დაათვალიერეს.

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων