06/03/2021 07/03/2021 ხორციელის შაბათი და დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. მიცვალებულთა სულის საოხ მსახურებათაგან ერთ-ერთი პირველი სწორედ ხორციელის შაბათზე მოდის. ის ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღინიშნებოდა. ხორციელის შაბათის სვინაქსარში (ამ დღესთან დაკავშირებულ საკითხავში) აღნიშნულია, რომ წმინდა მამებმა მოციქულთაგან მიღებული გადმოცემის საფუძველზე დაადგინეს ამ დღეს აღესრულებოდეს ყველა საუკუნითგან აღსრულებულ ღვთისმოსავ პირთა ხსენება. კონკრეტულად ხორციელის შაბათი...
06 Μαρτίου, 2021 - 19:47
Τελευταία ενημέρωση: 07/03/2021 - 1:02

„წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა…“

Διαδώστε:
„წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა…“

ხორციელის შაბათი და დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია.

მიცვალებულთა სულის საოხ მსახურებათაგან ერთ-ერთი პირველი სწორედ ხორციელის შაბათზე მოდის. ის ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღინიშნებოდა.

ხორციელის შაბათის სვინაქსარში (ამ დღესთან დაკავშირებულ საკითხავში) აღნიშნულია, რომ წმინდა მამებმა მოციქულთაგან მიღებული გადმოცემის საფუძველზე დაადგინეს ამ დღეს აღესრულებოდეს ყველა საუკუნითგან აღსრულებულ ღვთისმოსავ პირთა ხსენება.

კონკრეტულად ხორციელის შაბათი იმისათვის იქნა არჩეული, რომ ამ დღის შემდგომი კვირა დღე ეკლესიის მიერ საშინელი სამსჯავროს ხსენების დღედ არის მიჩნეული. შესაბამისად, წმინდა მამებმა საჭიროდ ჩათვალეს ამ დღის წინა დღე – შაბათი, მიცვალებულთა ხსენების დღედ დაეწესებინათ, რათა მორწმუნეებს განსაკუთრებულად ელოცათ გარდაცვალებულთათვის, რომლებთანაც ერთად მათ საშინელ სამსჯავროზე მოუწევდათ პასუხის გება.

ამ დღეს ქრისტიანები დიდი მარხვისათვის ემზადებიან, რომელსაც საშინელი სამსჯავროს მოლოდინის გახსენებით ახორციელებენ, ამ მზადებას კი უდიდესი სათნოებით, მიცვალებულებისათვის ზრუნვით გამოხატავენ.
გიორგი გვასალია „მიცვალებულთა ხსენების შაბათ დღეს აღნიშვნის შესახებ“ (ამონარიდი)

გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, N11(364), 2006 წ.

 

— facebook.com/sap.uwyebaNews

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων