20/12/2018 20/12/2018 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება. სინოდის წევრები “ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს პატრიარქი უხელმძღვანელებს. “განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას”, – უთხრა ინტერპრესნიუსს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. კიევში ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად,...
20 Δεκεμβρίου, 2018 - 18:41

წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება

Διαδώστε:
წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს, 12:00-ზე გაიმართება. სინოდის წევრები “ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე” იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს პატრიარქი უხელმძღვანელებს.

“განიხილება ეკლესიის წიაღში მიმდინარე საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით უკრაინის საეკლესიო საკითხების განხილვას”, – უთხრა ინტერპრესნიუსს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კიევში ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე 15 დეკემბერს აირჩიეს. ის აქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

სწორედ ამ ახლადარჩეულ საჭეთმპყრობელს გადასცემს კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს და სწორედ ეს გაერთიანებული ეკლესია იქნება აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა სინოდმა აქამდე სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიის მეთაურები, მრევლთან ერთად ეკლესიის წიაღში დაბრუნებულად ცნო, კიევში საკუთარი მმართველობა აღადგინა და მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე კანონგარეშე გამოაცხადა. ამის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეფასებით, სამწუხაროა “ორი მძლავრი ეკლესიის, კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოს დაპირისპირება”. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს არგუმენტებს სწავლობს.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων